აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია მისი სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვში შესაძლო ვიზიტისშესახებ. ამის შესახებ ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში თქვა.
„ტრამპმა განაცხადა, რომ უიტკოფისა და კუშნერის მოსკოვში შესაძლო ვიზიტის შესახებ არაფერი იცის“, - წერს გამოცემა.
მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უახლოეს ხანებში მოსკოვში ჩასვლას გეგმავენ, სადაც რუსეტის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან.