საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებთან საუბრისას იხუმრა, რომ მიმდინარე გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, ახლა შესაძლოა კარგი მომენტი იყოს დალების დასაწყებად. ამის შესახებ Politico იუწყება.
გამოცემის წყაროების ცნობით, კალასმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლის დიდი მოყვარული არ არის, ახლა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, შესაძლოა, დალევის დაწყების დრო იყოს.
კალასმა ეს მას შემდეგ თქვა, რაც ევროპარლამენტის წევრებმა ერთმანეთს ახალი წელი მიულოცეს.
იქ მყოფთა თქმით, იმავე დეპუტატებმა დასძინეს, რომ გლობალური მოვლენების გამო, ეს წელი არც ისე ბედნიერი იყო.