ვერც იაპონია წაიღებს ამ ტერიტორიებს უკან სამხედრო ჩარევის გარეშეE და ვერც რუსეთი შეძლებს საბოლოოდ იმის დამტკიცებას, რომ ეს მისი ტერიტორიაა. აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის კომენტირებისას.
"კურილიის კუნძულების პრობლემა ჩემი აზრით ხელოვნურადაა შექმნილი. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი პრეზიდენტის იმიჯმეიკერების რჩევის შედეგია. რაც შეეხება იაპონიის პრემიერ მინისტრს, მასაც აქვს გარკვეული პრობლემები საზოგადოებაში პოპულარობასთან დაკავშირებით და ისიც მკაცრი პოზიციის დემონსტრირებას ცდილობს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ორივე მხრიდან ასეთი მკაცრი განცხადებების გაცვლა", _ აცხადებს ორეშკინი და აღნიშნავს, რომ მას ამ პროცესის შეჩერების იმედი აქვს.
"იმედი მაქვს პროცესი შეჩერდება, ეს კამათი არაკონსტრუქციულია. ვერც იაპონია წაიღებს ამ ტერიტორიებს უკან სამხედრო ჩარევის გარეშეE და ვერც რუსეთი შეძლებს საბოლოო იმის დამტკიცებას, რომ ეს მისი ტერიტორიაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ეს არ მოსწონს, ამის თაობაზე არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი არსებობს", _ აცხადებს ორეშკინი.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვს იაპონიასთან ურთიერთობები ეძაბება. დიპლომატიური პროტესტი უკვე სამხედრო ძალის დემონსტრირებაში გადაიზარდა. მოსკოვმა სადავო კუნძულებზე შეიარაღებული ძალები გადაისროლა. დღეს კრიზისის ფონზე პირველი მოლაპარაკებები ედგა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა და ითხოვს პასუხს კითხვაზე - რატომ ახდენს რუსეთი შეიარაღების კონცენტრაციას იაპონიის საზღვრებთან. ცნობილია ასევე ისიც, რომ საფრანგეთისაგან ნაყიდ ვერტმფრენმზიდ "მისტრალს" მოსკოვი სწორედ იაპონიის ტერიტორიაზე განათავსებს. დღეს სერგეი ლავროვისა და მის იაპონელი კოლეგის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, რა ეტაპზეა დიპლომატიური სკანდალი მოსკოვსა და ტოკიოს შორის.
მასალის გამოყენების პირობები