დეპუტატი გია თორთლაძე მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ საკუთარ სიტყვაში ვეტერანების პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას.
როგორც ჟურნალისტებს თორთლაძემ განუცხადა, დებატების დროს ასევე დევნილებისა და სოფლის მეურნეობის სფეროს პრობლემებსაც შეეხება.
"გამოსვლისთვის 10 წუთი მექნება და ამ დროში ძნელია ყველაფრის ჩატევა. თუმცა, სოციალურ საკითხებზე, ვეტერანებსა და დევნილებზე, ასევე, სოფლის მეურნეობაზეც ვისაუბრებ", - აღნიშნა თორთლაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წლიური მოხსენებით გამოვა, რის შემდეგაც დებატებია დაგეგმილი.