დღეს, 11 თებერვალს, საქართველოში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ახმედ დავით ოღლუ ჩამოვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დავით ოღლუ თბილისსა და ბათუმს ეწვევა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, დავით ჯალაღანიას განცხადებით, არ არის გამორიცხული საუბარი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს ისტორიული ძეგლებისა და პირიქით, რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საკითხსაც შეეხოს.
"თუმცა ამ ვიზიტის ფარგლებში ძეგლებთან დაკავშირებით რაიმე მემორანდუმის გაფორმება არ იგეგმება", - განუცხადა ჯალაღანიამ ჟურნალისტებს.
ახმედ დავით ოღლუს ვიზიტი ხვალ, 12 თებერვალს დასრულდება.