მოუთმენლად ველი თეთრ სახლში თებერვლში კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროსთან შეხვედრას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისითქმით პეტროსთან შეხვედრა თებერვლის დასაწყისში იგეგმება.
"მოუთმენლად ველი თებერვლის პირველ კვირაში კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროსთან შეხვედრას თეთრ სახლში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება კოლუმბიისა და აშშ-სთვის, მაგრამ შეერთებულ შტატებში კოკაინისა და სხვა ნარკოტიკების შეტანა უნდა შეჩერდეს", - წერს ტრამპი.