დღეს "ქართული პარტია" მორიგ რაიონულ ოფისს ხარაგაულის რაიონში გახსნის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, ღონისძიებას მოძრაობის თავმჯდომარე სოზარ სუბარი დაესწრება.
პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია მარტში გაიმართება, რომლის დროსაც რაიონული ორგანიზაციის ლიდერს აირჩევენ. დღეს კი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი შეირჩევა.
ხარაგაულის რაიონული ოფისი სოლომონ მეფის #57-ში განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართულმა პარტიამ" რაიონული ოფისი ყვარლის რაიონში დააფუძვნა.