თავისუფალი დემოკრატების ლიდერი დიდ ბრიტანეთში ვიზიტს განაგრძობს.
ირაკლი ალასანია უკვე შეხვდა ინგლისის პარლამენტის წევრებს.
თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინიტროშიც.
ირაკლი ალასანია სიტვით გამოვიდა "ჩეთემ ჰაუსში", სადაც საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩვენების გზით შეცვლაზე ისაუბრა.
" ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოში საარჩევნო გარემოს თვისობრივ შეცვალს. იმას, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და 2012-2013 წლის არჩევნებით მოხდეს ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი კონსტიტუციური გზით შეცვლა. ეს არის ის, რასაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მხარს უჭერენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილება საქართველოში გამნხორციელდება, საქართველოს ხალხისა და მოქალაქეების არჩევანის შესაბამისად,"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ლონდონში ჩავიდა ვაშინგტონიდან, სადაც თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა.