დღეს, 11 თებერვალს, საქართველო ნატოსთან ურთიერთობის 2011 წლის ეროვნულ პროგრამას წარადგენს. ამ მიზნით საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრა.
სამოქმედო პროგრამა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სხდომაზე დამტკიცდება.
წლიური ეროვნული პროგრამა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ მიიღო. მანამდე, ის იანვარში ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
დოკუმენტი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სამართლებრივ, განათლებისა და სხვა სფეროებში რეფორმების გატარებას ეხება.