თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიაში შეიჭრება, ეს ნატო-ს დასასრული იქნება. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.
დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.
„თუმცა მე ასევე ნათლად განვაცხადებ, რომ თუ აშშ გადაწყვეტს ნატო-ს წევრ სხვა ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმას, მაშინ ყველაფერი შეჩერდება, მათ შორის ნატო და, შესაბამისად, უსაფრთხოება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დამყარდა“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ნამდვილად სჭირდება გრენლანდია. ტრამპმა აღნიშნა, რომ გრენლანდია რუსული და ჩინური გემებითაა გარშემორტყმული და შეერთებულ შტატებს ის თავდაცვისთვის სჭირდება.