"სამხრეთ კავკასიაში გადაუწყვეტელი კონფლიქტები რეგიონის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია. მთიან ყარაბახში შექმნილი სიტუაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს", _ ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ განაცხადა.
სემნებიმ კონფლიქტურ მხარებს მოლაპარაკებების გაძლიერებისკენ მოუწოდა. კერძოდ, მან ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, გაააქტიურონ თავიანთი ზემოქმედება საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე.
მისი თქმით, ევროკავშირის მონაწილეობა სამხრეთ კავკასიაში აშკარა, თანმიმდევრული უნდა იყოს. სემნები აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა კონფლიქტის სტაბილიზაციის, დარეგულირებისა და გადაწყვეტისთვის სრული ძალისხმევა უნდა შეინარჩუნონ. სემნების თქმით, ეუთოს მისიის საქართველოდან გაყვანა ეუთოს პარტნიორთა მიერ მწვავედ აღიქმება, რომელიც საქართველოდან 2009 წლის ივნისში გაიყვანეს.
სემნებიმ, ასევე, ევროსაბჭოს "აღმოსავლური პარტნიორობის" პროგრამა განიხილა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის დემოკრატიული განვითარების პრობლემის გადასაწყვეტად.
შეგახსენებთ, "აღმოსავლური პარტნიორობის" პროექტი ევროსაბჭოსთან ექვსი სახელმწიფოს _ აზერნაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბელორუსის _ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოებას უკავშირდება.