ხვალ, 11 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება.
საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, პრეზიდენტი ძირითად აქცენტებს სამომავლო გეგემებზე და იმ გამოწვევბზე გაკეთებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ დებატების დროს ოპოზიციასა და უმრავლესობას თანაბარი დრო დაეთმობა.
ბაქრაძის განმარტებით, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დებატების დროს, სიტყვით უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები გამოვლენ და მათ 45-45 წუთი მიეცემათ.
რაც შეეხებათ ფრაქციის თავმჯდომარეებს, მათთვის 15-15 წუთია გათვალისწინებული, ხოლო 5-წუთიანი სიტყვით გამოსვლის საშუალება აქვთ ვიცე-სპიკერებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება, რის შემდეგაც დებატებია დაგეგმილი.