"დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარე დავით მაღრაძე და საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეს ექსპერტთა კლუბის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს "დაიცავი საქართველოს" ახალი ნაციონალური პროექტი _ ქართული კონსერვატიზმი.
როგორც "დაიცავი საქართველოს" წევრები აცხადებენ, ახალი ქართული კონსერვატიზმი არის საერთო ნიადაგის მოსინჯვის გზა თანამედროვე ქართულ მენტალურ სივრცეში. იგი ევროპულ კლასიკურ ტრადიციას _ კლასიკურ განათლებასა და ქრისტიანული ღირებულებების სინთეზს, პიროვნების თავისუფლებას ეფუძნება.
ახალი კონსერვატიზმის მთავარი ასპექტებია კლასიკური ევროპული ტრადიციის შეარჩუნება და გაგრძელება; მოწინავე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცოდნის ათვისება, ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა ჰარმონიზება მოვალეობათა პრინციპით, თავისუფალი პიროვნება.
როგორც მაღრაძემ აღნიშნა, "დაიცავი საქართველო" გააგრძელებს შეხვედრებს როგორც არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან ახალი ქართული კონსერვატიზმის იდეის გაცნობის მიზნით.
მაღრაძის თქმით, "დაიცავი საქართველოს" წევრები მზად არიან, ექსერტებისგან კომენტარები და შენიშვნები მოისმინონ.