ყვარელში „ქართული პარტიის" რაიონული ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა.
ღონისძიებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი დაესწრო. მან თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა „ქართული პარტიის" სამომავლო გეგმების, სამოქმედო პროგრამის შესახებ.
ახლადგახსნილ ოფისში, რომელიც მარჯანიშვილის 45-ში მდებარეობს, საინიციატივო ჯგუფმა უკვე დაიწყო „ქართულ პარტიაში" გაწევრიანების მსურველთა აღწერა და რეგისტრაცია.
„ქართული პარტიის" აღმოსავლეთ საქართველოს რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორს ლევან ტერაშვილის თქმით, „ქართული პარტიის" ყვარლის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენციის ჩატარებას, რომელიც მარტიის შუა რიცხვებში გაიმართება საინიციატივო ჯგუფი უხელმძღვანელებს.
კონფერენციაზე აირჩევენ რაიონული ორგანიზაციის ლიდერს.