"რუსეთის მახინჯ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს", _ ამის შესახებ დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას რუსეთის კავკასიათმცოდნეების საზოგადოების პრეზიდენტის, ალექსანდრე კრილოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
"რუსეთის მახინჯ ფანტაზიას საზღვრები აღარ აქვს და ის ყოველთვის ცდილობს, ასეთი პიარკამპანიებით საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩვენი ქვეყნის იმიჯი შელახოს, რადგანაც ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნა და აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს", - აღნიშნა ჩახვაძემ.
დეპუტატის შეფასებით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს, საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერა რაიმე ფორმით შეასუსტოს.
"თუ სახელმწიფო მხარს უჭერს ტერორისტებს, ცხადია, რომ ასეთი მხარდაჭერით არ უნდა სარგებლობდეს და ეს განცხადებებიც სწორედ ამას უკავშირდება, რომ ქართულ მხარეს არ ჰქონდეს მხარდაჭერა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა, როგორიც ევროსაბჭო, ევროკავშირი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ჩახვაძემ.
შეგახსენებთ, რომ კრილოვმა საქართველოს ხელისუფლებას ჩრდილოკავკასიაში არსებული ტერორისტული იატაკქვეშეთის, კერძოდ კი, ჩეჩენი მებრძოლის, დოკუ უმაროვის მხარდაჭერაში დაადანაშაულა