მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" ლიდერ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა გაღატაკების ზღვარზეა.
"სააკაშვილი და მისი რეჟიმი ფასების ზრდას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისს უკავშირებს, თუმცა დღეს საქართველოში აღარავისთვისაა უცხო, რომ ყველა ტიპის ბიზნესი მონოპოლიზირებულია რეჟიმის წარმომადგენლების მიერ.
ამის გამო შეწყვეტილია ინვესტიციები და დაიბლოკილია ადგილობრივი წარმოების განვითარება, რაც ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი გახლავთ. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის გაღატაკების ხარხზე მდიდრდებიან. 2010 წლის იანვრიდან დღემდე, მხოლოდ სასურსათო პროდუქტებზე ფასები 25.2 %-ით არის გაზრდილი. ყოველივე ზემოაღნიშნული იწვევს მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრად გაუარესებას. მაგალითად, თუ თუ 2007 წელს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა რაოდენობა 7% იყო, დღეს ის 15%-ს შეადგენს, ხოლო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლობა 65 პროცენტია", - განაცხადა ნოღაიდელმა მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ნოღაიდელის თქმით, სააკაშვილის რეჟიმი, არასდროს იტყვის უარს ბიზნესის მონოპოლიზირებაზე, რაც კიდევ უფრო გააღატაკებს მოსახლეობას და ქვეყანაში სოციალური აფეთქება გარდაუვალი იქნება.