დღეს 17.00 საათზე "დაიცავი საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრები ექსპერტთა კლუბის წევრებს შეხვდებიან და ექსპერტებს წარუდგენენ პროექტს "ახალი ქართული კონსერვატიზმი".
"ქართული აკადემიის" წევრებთან შეხვედრის შემდეგ ეს უკვე რიგით მეორე შეხვედრაა. "დაიცავი საქართველოს" წევრები სამომავლოდ ყველა პოლიტიკურ ჯგუფსა თუ ორგანიზაციას გააცნობენ თავიანთ ახალ პროექტს.
შეხვედრა მაჩაბლის #5-ში გაიმართება.