2011 წლის 10-11 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები რუმინეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან, მირჩეა ჯოანასთან და საგარეო საქმეთა მინისრტთან, თეოდორ ბაკონსკისთან.
გრიგოლ ვასაძე ასევე შეხვდება რუმინეთის პატრიარქის ვიკარიუსს, ეპისკოპოს ჩიპრიან კამპინიანუს.
შეხვედრებზე განიხილება საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.