10 თებერვალს მოსკოვში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: "სააკაშვილის ახალი აგრესია და რუსეთი ახალი კავკასიისთვის ბრძოლაში", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან, აფხაზეთიდან, რუსეთიდან და საქართველოდან. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, იგეგმება აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების პერსპექტივების განხილვა. გარდა ამისა, გაიმართება საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის "ნოვიი კავკაზის" პრეზენტაცია.