სახელმწიფო სწორ გზაზე დგას და ვინც ამას ხედავს, ის აუცილებლად ჩადგება ამ პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო ვითარდება, ეს რეალობაა და ამას ვერავინ უარყოფს.
„სახელმწიფო სწორ გზაზე დგას და ვინც ამას ხედავს, ის აუცილებლად ჩადგება ამ პროცესში. ჩამდგარიც არის, ხორციელდება ეს პროცესი და ვითარდება ქვეყანა. კვირა და თვე არ გავა შეფასებები არ ხდებოდეს სხვადასხვა მიმართულებებით: კორუფციასთან ბრძოლა იქნება, გამჭვირვალობის თემა, ადამიანის უფლებები, სასამართლო სისტემა, ეკონომიკური საკითხი. ეს ხომ ფაქტებია, ამას ვინ უარყოფს, ვერავინ! ქვეყანა ვითარდება, ეს არის რეალობა და ის არარეალობა, რაშიც მათ აცხოვრებენ და ყოველდღე რაღაც დღეებს რომ ითვლიან და რას აპროტესტებენ? - სად არიან ეს პროდასავლელები? ტრამპისკენ არიან თუ ევრობიუროკრატიისკენ?“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.