11 თებერვალს პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბაკურ კვეზერელს ელოდებიან. მინისტრი საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეა დაბარებული.
კვეზერელი დეპუტატებს ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
ამასთან, კომიტეტზე 2011 წლის საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმის დამტკიცების საკითხსაც განიხილავენ.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 11 თებერვალს, 15:00 საათზე პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში ჩატარდება.