"ქრისტიან-დემოკრატები" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაშლას უწყებაში კორუფციის ვერაღმოფხვრას უკავშირებენ.
ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" ფრაქციის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გიორგი ახვლედიანმა გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლის შეფასებისას აღნიშნა.
"ის, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს დაემართა, მეტყველებს ერთ რამეზე - ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო სამინისტროში კორუფციის აღმოფხვრა და ამიტომ მარტივი გადაწყვეტილება მიიღო: დაეშალა და ნაწილი შსს-ისთვის, ეკონომიკისთვის და ენერგეტიკის სამინისტორებისთვის შეეერთებინა", - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისი თქმით, აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ დღევანდელ ხელისუფლებამ თავი ამოწურა და ქვეყნისთვის არაფერი პოზიტიურის გაკეთება აღარ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაშლის გადაწყვეტილება გუშინ მთავრობის სხდომაზე გაახმოვანდა.