„ახალი მემარჯვენეები" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩს ფილიპ დიმიტროვს შეხვდნენ.
შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ ელჩს გააცნო პარტიის შეფასებები საქართველოში განვლილ და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო, ასევე, პარტიის ხედვას მომავალში პოლიტიკური პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით.
შეხვედრას პარტიის ლიდერები ფიქრია ჩიხრაძე და მანანა ნაჭყებია, ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ფაცაცია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა ფრუიძეც ესწრებოდნენ.