დღეს უკრაინას სჭირდება მტკიცე უსაფრთხოების გარანტიები რეალური, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.
"31 წლის წინ, ამ დღეს, ხელი მოეწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს, ქაღალდს, რომელიც წარუმატებელი უსაფრთხოების შეთანხმების სინონიმად იქცა.
წარსულში ასეთი მწარე გამოცდილების შემდეგ, უკრაინა აღარ ენდობა ცარიელ დაპირებებს - ჩვენ ვენდობით ჩვენი არმიისა და იარაღის ძალას.
დღეს უკრაინას სჭირდება მტკიცე უსაფრთხოების გარანტიები რეალური, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის. როდესაც ვმუშაობთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ბუდაპეშტის მწარე გაკვეთილები", - წერს სიბიჰა X-ზე.