საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ევროპელ მთავარ ლიდერებს, მათ შორის მაკრონს შორის საუბრის შესახებ, რომელშიც გამოითქვა შეშფოთება, რომ აშშ მოსკოვთან მოლაპარაკებებში უკრაინისა და ევროპის ინტერესებს გაწირავდა. ამის შესახებ მან ჩინეთში ვიზიტის დროს მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია ყველა იმ ჭორის შესახებ, რომელიც ბოლო დღეებში გავრცელდა. მან უარყო გერმანული გამოცემუს მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
„ამერიკელებსა და ევროპელებს შორის ერთიანობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია. და მე მუდმივად ვამბობ, ვიმეორებ, ხაზს ვუსვამ: ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
„ჩვენ მივესალმებით და ვუჭერთ მხარს შეერთებული შტატების ძალისხმევას. მაგრამ აშშ-ს ამ სამშვიდობო ძალისხმევისთვის ევროპელები სჭირდება - რადგან ჩვენ ევროპაში მიმდინარე მოვლენებზე ვსაუბრობთ, რადგან ჩვენ ვიქნებით უსაფრთხოების გარანტიების მიმწოდებლები, რადგან ჩვენ ვართ განვიხილავთ სანქციებს, რადგან ჩვენ გავყინეთ რუსული აქტივები...
ჩვენ გვჭირდება არა უნდობლობა, არამედ თანამშრომლობა - უკრაინისთვის, საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. მშვიდობის მხარეს არიან უკრაინა, ევროპელები, ამერიკელები, „მსურველთა კოალიციის“ ყველა მოკავშირე. არის ერთი ქვეყანა, რომელიც ომს აწარმოებს, ფაქტობრივად, 2014 წლიდან და რომელიც აგრძელებს ამას და უარს ამბობს მშვიდობაზე. ეს არის რუსეთი. მე მჯერა, რომ ამ კონფლიქტში ჩვენ უნდა დავრჩეთ უკიდურესად მარტივები და პრაგმატულები. ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდობისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენ ვჭირდებით, რათა ეს მშვიდობა იყოს მტკიცე და მდგრადი“, – განაცხადა მაკრონმა.“, - აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, აუცილებელია უკრაინის სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერა.
„ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერა, მშვიდობისთვის მოსამზადებლად მოლაპარაკებების გაგრძელება, მაგრამ ასევე ზეწოლის გაზრდა - განსაკუთრებით რუსეთის ეკონომიკაზე“, - განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, გამოცემა Spiegel-მა მოიპოვა ევროპელი ლიდერების, ნატო-ს გენერალური მდივნისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. გამოცემის ცნობით, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა პირდაპირი შეშფოთება გამოთქვეს იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა „უკრაინას და ევროპას უღალატოს“ კრემლთან პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ელისეს სასახლეში უარტყვეს, რომ მაკრონმა შეერთებული შტატების მხრიდან „ღალატის შესახებ“ ისაუბრა.
„პრეზიდენტს ასეთი ფორმულორება არ გამოუყენებია“, - აღნიშნეს ელისეს სასახლეში.