ქრისტიან-დემოკრატები ეკონომიკური სფეროს ექსპერტებს ხვდებიან.
როგორც შეხვედრის წინ ჟურნალისტებს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ქართულ ეკონომიკაშია.
"ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენს ეკონომიკას აქვს თავისი სახელი ჰქვია. რატომ უფასურდება ფული, რატომ ხდება სამუშაო ადგილების შემცირება და მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკება. ცხადია, რომ ყველა ამ ავადმყოფობას თავის წამალი აქვს და დღეს ვხვდებით სწორედ იმ ადამიანებს ვინც ამ წამლების შესახებ უკეთ იციან" - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით შეხვერდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისთვის მომზადება რომ მათ მიერ დასმულ ეკონომიკურ საკითხებზე კონსულტაციები ამ სფეროს ექსპერტებთან კიდევ ერთხელ გაიარონ.
შეხვედრაზე მხარეები ისაუბრებენ როგროც ქვეყანაში არსებულ ინფლაციის პრობელმაზე, ასევე სასურსათო უსაფრთხოებაზე ბიზნესში არსბეულ პრობლემებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრა პარლამენტში ამ დროისთვის მიმდინარეობს.