საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი" სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების მარეგულირებელ საკანონმდებლო ხარვეზებზე ალაპარაკდა.
როგორც ინსტიტუტის მირ გავრცელებულ განცხადებშია აღნიშნული მათ მიერ პროგრამაში აღმოჩენილ დარღვევებზე დასკვა უკვე კონტროლის პალატამაც დადო.
"საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი', როგორც სადაზღვევო სისტემის სამოქალაქო მონიტორინგის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, ბოლო ერთნახევარი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ინტენსიურად პროექტის 'საჯარო დაზღვევის' ფარგლებში სისტემატურად მიუთითებს სადაზღვევო სისტემის სუსტ მხარეებსა და მისი აღმოფხვრის გზებზე.
ჩვენს მიერ საჯაროდ მრავალჯერ აღნიშნული პრობლემები ეხება სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების მარეგულირებელ საკანონმდებლო ხარვეზებს, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის შეზღუდულობას, დაზღვეულთა უფლებების დაცვის სუსტ სისტემას. ამ პრობლემების დაფიქსირება და შესწავლა 'საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის' მიერ ხდება სისტემის ხარისხობრივი მაჩვენებლების, ბაზრის კვლევების, დაზღვეულთა მომართვების, ექსპერტული შეფასებების საფუძველზე და მისი ობიექტურობა და სიმძაფრე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების აუდიტის წინასწარმა შედეგებმა,"- ნათქვამია 'საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
'საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტში' მიიჩნევენ, რომ ბოლო დღეებში სადაზღვევო სფეროში მიმდინარე პროცესები უნდა გახდეს არსებული სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოფხვრის და ხარისხის პრინციპულად ზრდის წინაპირობა.
ინსტიტუტს ინფორმაციით, იმისათვის, რომ გაიზარდოს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების შედეგიანობა და დაზღვეულთა დაცულობა, გამოირიცხოს სადაზღვევო კომპანიათა მხრიდან დაზღვეულებისადმი ნებისმიერი სახის არასათანადო დამოკიდებულება და ამაღლდეს სოციალური პასუხისმგებლობა, აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება: 1: 2010 წლის აპრილის ტენდერის პირობებიდან უნდა გამოირიცხოს სადაზღვევო კომპანიათა 3-წლიანი ტერიტორიული მონოპოლისტური მდგომარეობა და დაზღვევის პერიოდის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულებს უნდა მიეცეთ სადაზღვევო კომპანიის თავისუფლად არჩევის უფლება; 2: სადაზღვევო კომპანიათა სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელების პროცესი გახდეს გამჭვირვალე: სადაზღვევო კომპანიებს დაევალოთ სტატისტიკური და ფინანსური ანგარიშგების პერიოდულად გამოქვეყნება მას-მედიის საშუალებებში; 3: დაზღვევის ფასი და სტრუქტურირა განისაზღვროს სადაზღვევო პერიოდის დასაწყისში წინა პერიოდის სტატისტიკურ-ფინანსური მონაცემებისა და სამედიცინო სერვისის მიმდინარე ფასების გათვალისწინებით; 4: უმწეოთა' და ‘პედაგოგთა' სადაზღვევო ვაუჩერის პირობებში განისაზღვროს სამედიცინო დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომლებშიც სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით დაზღვეულებს ექნებათ სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობა. ამავე პირობებში შემცირდეს გეგმური სამედიცინო მომსახურების მიღების მოლოდინის პერიოდი არაუმეტეს 1 თვემდე; 5: მკაფიოდ განისაზღვროს დაზღვეულთა უფლებების შელახვის კრიტერიუმები. სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების განმახორციელებელ უწყებებს და სადაზღვევო კომპანიებს დაევალოთ დაზღვეულთათვის ეფექტიანი საინფორმაციო კამპანიის შემუშავება და განხორციელება.
'საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ ამ პირობების შესრულება აუცილებელია სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების პირდაპირი დანიშნულების - საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გამართულად მუშაობისათვის.