სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს ქ. N-1-ში მდებარე 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტი -„შპს სისა“. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა (ჰიგიენური ნორმების დარღვევა).
„ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ობიექტების შემოწმებას.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე – 1501.
სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.