საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეგვიპტელი კოლეგისთვის რჩევის მიცემა მისი საქმე არ არის.
"მუბარაქისთვის რჩევის მიცემა ჩემი საქმე არ არის", - განუცხადა სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა "Der Tagesspiegel"-ს.
თუმცა, ზოგადად რევოლუციაზე საუბრისას საქართველოს პირველმა პირმა აღნიშნა, რომ რევოლუციებისთვის ერთი სქემა არ არსებობს.
"მნიშვნელოვანი არა შემდეგი თვეები, არამედ შემდეგი ათწლეულებია. რევოლუციებისთვის ერთი სქემა არ არსებობს. უკრაინაც შეეცადა ჩვენ მიბაძვას, მაგრამ შედეგი განსხვავებული იყო. მნიშვნელოვანია არა დროშების ფრიალი, არამედ ის "რუტინა", რომლითაც კრიტიკულმა მასამ ცვლილებებს და რეფორმირებას უნდა მიაღწიოს. ჩემი ქვეყანა ამას მეშვიდე წელია აკეთებს", - განმარტა სააკაშვილმა.
ამასთან, მას გერმანელი ჟურნალისტი 2007 წლის ნოემბრის აქციის დარბევაზეც უსვამს შეკითხვას, რაც საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ "ამ მკვეთრი რეაქციის გამო არ ნანობს".
"იმ დემონსტრანტების დარბევაში, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდნენ, დრამატულს ვერაფერს ვხედავ. მე არ ვნანობ ამ მკვეთრი რეაქციის გამო. ამის შემდეგ მე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დავნიშნე და ხმების 53% მივიღე", - აღნიშნავს ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი.