საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრობა სურს.
ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Tagesspiegel-ი დ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.
"ის (მიხეილ სააკაშვილი) არ უარყოფს იმას, რომ პრემიერ-მინისტრობა უნდა, თუმცა არ სურს საუბარი პირად მომავალზე. მაშინ ხეიბარი უნდა გავხდე,-მეუბნება ის და განმარტავს, რომ მას წინ კიდევ რეფორმებით სავსე პრეზიდენტობის 2.5 წელი აქვს, - წერს ჟურნალისტი ინგრილ მიულერი.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს პირველმა პირმა ისიც დასძინა, რომ "მისი საძულველი რუსი ძმის - პუტინისგან განსხვავებით ის საკუთარ მომავალზე წინასწარ არ ზრუნავს".
აღნიშნულის მიუხედავად, გერმანელი ჟურნალისტი საკუთარ სტატიაში აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ძალაუფლებას ზრდის.