დღეს, 11:30 საათზე "თბილისი მერიოტში " საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეპარტამენტებისა და საქვეუწყებო სამსახურების ხელმძღვანელი პირები, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის, მსოფლიო ბანკის, ათასწლეულის ფონდის, და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან, ასევე მოწვეულია სტუმრები გერმანიის, პოლონეთის, ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთის, ლიტვის, ესტონეთის, თურქეთის, ბრიტანეთის, ისრაელის, აშშ-ს და შვედეთის საელჩოებიდან.
შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის 2010 წლის ანგარიშისა და 2011 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია მოეწყობა.
ღონისძიების მონაწილეები სამინისტროს მიერ 2010 წელს განხორციელებული სამუშაოების შედეგებს შეაჯამებენ და 2011 წელს განსახორციელებლ პროექტებზე იმსჯელებენ.