დღეს, 9 თებერვალს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფის წევრები წლის პირველ შეხვედრას გამართავენ.
თვენახევრიანი პაუზის შემდეგ ჯგუფის წევრები ტრადიცულად ცესკოს შენობაში შეიკრიბებიან.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია ის საკითხები, რომელზეც ჯგუფმა წინა შეხვედრებზე დაიწყო მსჯლელობა, მათ შორის ბიომეტრიული პასპორტებით ხმის მიცემის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები გასული წლის ნოემბრის თვიდან მიმდინარეობს, თუმცა აქამდე მხარეებმა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე შეძლეს შეთანხმება.