მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ოლეგ ოზეროვი დაიბარა საპროტესტო ნოტის გადასაცემად მას შემდეგ, რაც რუსულმა დრონებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. 26 ნოემბერს, მოლდოვაში რუსეთის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.
ოზეროვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ ფლორეშტის რაიონში აღმოჩენილი ერთ-ერთი რუსული დრონი დაახვედრეს.
მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპშოინ რუსეთის ელჩის განცხადებაზე რომ მოლდოვამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ დრონები რუსულია,
ბრიფინგზე თქვა: „ეს განცხადება მოსკოვში მოისმინეს და მტკიცებულებები გამოიგზავნა გუშინ, როდესაც ფლორეშტში დრონი ჩამოვარდა’.
„როგორც წინა საპროტესტო ნოტებში აღვნიშნეთ, ასეთი ინციდენტები მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის. ასეთი ინციდენტები მიუღებელია“, - განაცხადა მან.
მას ასევე ჰკითხეს, საკმარისი იყო თუ არა საპროტესტო ნოტები და საჭირო იყო თუ არა სხვა ზომების მიღება.
„ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების გამოცდილების გათვალისწინებით, რომლებმაც პროპორციულად უპასუხეს მსგავს სიტუაციებში, ჩვენ ასევე ვახდენთ ჩვენი რეაგირების კორექტირებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენს წინაშე არსებული რთული მდგომარეობის გათვალისწინებით“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, 25 ნოემბერს მოლდოვამ განაცხადა, რომ მისი საჰაერო სივრცე 6-მა რუსულმა დრონმა გადაკვეთა.