პარლამენტმა "პატიმრობის კოდექსში" შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ინიაციატივა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გრძელვადიანი პამნების შემოღებას ეხება, პარლამენტში დეპუტატებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, 2011 წლის 1-ლი მარტიდან არასრულწლოვანთა მე-11 სასჯელაღსრულებს დაწესებულების, ასევე რუსთავის მე-6 და მე-16 საპყრობილის პატიმრებს, რომელთა შორისაც სამუდამო პატიმრობა მისჯილებიც არიან, გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობის უფლება ექნებათ.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო სხვა საპატიმროებში პაემნებისთვის სამვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2012 წელს დასრულდება.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გრძელვადიანი პაემნის ღირებულება 60 ლარს შეადგენს და მისი ხანგრძლივობა 24 საათი იქნება.
პატიმრებს გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობა წელიწადში ორჯერ, წახალისების მიზნით სამჯერ, ხოლო არასრულწლოვნებს 3-ჯერ და წახალისების მიზნით 4-ჯერ შეეძლებათ.
თუმცა იმ პატიმრებს, ვინც იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში, სადისციპლინო ან ადმინისტრაციული სასჯელი აქვთ დაკისრებული, გრძელვადიანი პაემნის უფლება არ მიეცემათ.