"ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის კახაბერ ანჯაფარიძის განცხადებით, ჩანაწერი გაკეთდება, რომ აღნიშნული კანონი ამინისტირებულ და შეწყალებულ პირებსაც შეეხებათ.
აღსანიშნვია, რომ აღნიშნული ცვლილება "ქართული დასის" ლიდერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას მოთხოვნის შემდეგ შევიდა.
როგორც ანჯაფარიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუმარტა, პირს, რომელიც ნარკოტიკულ დანაშაულს ჩაიდენს, დღეს მოქმედი კანონით ჩამოერთმევა რაღაც უფლებები გარკვეული ვადით, ცვლილები კი შესაძლებელს გახდის, ეს უფლებები არ ჩამოერთვას ან იმაზე ნაკლები დროით ჩამოერთვას, რომელსაც დღევანდელი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
"ეს იქნება ინდივიდუალური მიდგომა და დამოკიდებული იქნება დანაშაულის არსსა და პიროვნებაზე", - აღნიშნა დეპუტატმა.
კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, შესაძლებელი იქნება ამავე კანონოთ გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში უფლებების ჩამორთმევისგან სრული განთავისუფლება.
ამასთან, თუ პირისთვის დანიშნული გამოსაცდელი ვადის ხანგძლივობა უფლებების ჩამორთმევის ვადის ხანგძლივობას აღემატება, ჩამორთმეული უფლებები გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ აღდგება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება და მიღებულია გადაწვეტილება შესაბამისი უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების შესახებ.
კანონპროექტს ავტორების განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია ქმედითი და ეფექტური მართლმსაჯულების გახორციელება და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში როგორც მხარეთა, ასევე საზოგადოების ინტერესების დაცვის ხელშეწყობა.
კანონპროექტების ავტორები არიან კახაბერ ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე.