საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება რატიფიცირებულია. საქართველოს პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება დღეს, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე მოახდინა.
აღნიშნული შეთანხმების მიხედვით ავიასაწარმოებს ეძლევათ საშუალება, დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, რომელიც დამოკიდებული იქნება არსებული პერიოდისთვის საავიაციო ბაზრის მოთხოვნებზე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიებზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, სადაც საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ხორცილდება.
ორი ქვეყანას შორის შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის განვითარებას, მომსახურების პირობების ამაღლებასა და ტურიზმის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის უკვე გაფორმებულია "საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" ხელშეკრულება.