პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დაწყება კვორუმის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სხდომაზე კვორუმი მას შემდეგ ვერ შეკრიბა, რაც 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
ბაქრაძე იძულებული გახდა შესვენება გაეგრძელებინა.
მისი თქმით, შესვენების დასრულების შემდეგ თუ კვორუმი კიდევ არ იქნება, იგი დეპუტატების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.