ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე აცხადებს, რომ სადაზღვევო სისტემასთან დაკავშირებით კომიტეტი ეფექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ თოიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატ გურამ ჩახვაძის საპასუხოდ განაცხადა და სადაზღვევო სისტემის სიკეთეებზედაც ისაუბრა.
მისი თქმით, სისტემა სამი წლის "პირმშოა" და მას გამყარება და ხელისშეშველება სჭირდება, თუმცა შესაძლებელია გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმები.
თოიძის თქმით, მიმართვიანობა როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში, ასევე კერძო სექტორთან მიმართებაში, დაბალია.
თოიძეს ჯანდაცვის პროგრამებზე კონტროლის მექანიზმის გამკაცრება მიზანშეწონილად მიაჩნია.