დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას მოთხოვს, რომელიც უცხოურ დელეგაციებს ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს. აღნიშნული ინიციატივით ლორთქიფანიძე პლენარულ სხდომაზე გამოვიდა.
მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი დელეგაცია, როგორიც მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრები არიან, საქართველოს დღეს, დავითობას დღესასწაულზე ესტუმრნენ.
დეპუტატმა მოითხოვა მსგავსი დელეგაციების დასახვედრად პარლამენტში სპეციალური ჯგუფი შეიქმნას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობისგან დაკომპლექტდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი წევრები მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრების შეხვდნენ.