ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და დევნილთა სამინისტრო შესაძლოა გორში გადავიდეს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თავად უწყების ხელმძღვანელმა კობა სუბელიანმა განუცხადა.
მისი განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
"მართალია, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ განიხილება ჩვენი სამინისტროს გორში გადატანა", - განმარტა სუბელიანმა.