"ქრისტიან-დემოკრატები" კანონში სასჯელაღსრულების დაწესებულებში გრძელვადიანი პაემნების ღირებულების ზედა ზღვარის ჩადებას ითხოვენ. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძე დღეს, პლენარულ სხდომაზე გრძელვადიანი პაემნების შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა.
ვეფხვაძის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ გადაწყდა, რომ პაემანის ღირებულება უნდა ყოფილიყო ზუსტად 60 ლარი და ამასთან, მისი გაზრდა რომ არ მოხდეს, აღნიშნულ ნორმას კანონმდებლობა უნდა არეგულირებდეს და არა მინისტრის ბრძანება.
ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, აუცილებელია ღირებულების გადათვალ თავიდან მოხდეს.
ამასთან, საპარლამენტო ოპოზიცია გრძელვადიანი პაემნებით უფასოდ სარგებლობის უფლებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ითხოვს.