ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია ოპოზიციის მიერ დევნილების გამოსახლების პროცესის კრიტიკას, პოპულიზმად აფასებს.
როგორც ლაშა თორდიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის გამოსვლების საპასუხოდ განაცხადა, არ არის საჭირო ამ ადამიანების ისედაც მძიმე მდგომარეობის, პოლიტიკური პროპაგანდით კიდევ უფრო დამძიმება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო ოპოზიციას სთხოვა დევნილების გამოსახლების პროცესზე გაეროს მონიტორინგის საბჭოს დასკვნას გაეცნონ, სადაც აღნიშნულია, რომ გამოსახლება კანონის და საერთაშორისო ნორმების დაცვით ხორციელდებოდა.
"სწორედ გაეროს შესაბამის საბჭოსთან ერთად მოხდა მათი ინფორმირება გამოსახლების შესახებ, ოთხი თვით ადრე. სამწუხაროდ, ზოგიერთმა დევნილმა ისარგებლა 2008 წლის ომით და შეიჭრა ფართებში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ სხვადასხვა ბინებიც ჰქონდათ კერძო საკუთრებაში", - განაცხადა ლაშა თორდიამ.
მისივე თქმით, არ შეიძლება მუდმივად ოპოზიცია ამ პროცესზე საზოგადოებას დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიდიდეს.