სასამართლომ გიგა წიბახაშვილს 8-დღიანი პატიმრობაში შეუფარდა. წიბახაშვილს შსს გზის გადაკეტვას ედავებოდა.
ასევე დააკავეს გიგას ძმა - ლადო წიბახაშვილი და დედა - მანანა ჯავაშვილი.
მანანა ჯავაშვილს ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ლადო წიბახაშვილს კი 8-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.
გიგა წიბახაშვილი გუშინ, 3 ნოემბერს დედასთან მანანა ჯავაშვილთან, ძმასთან ლადო წიბახაშვილთან და დეიდასთან ეკა ჯავაშვილთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე, გზის სავალ ნაწილზე.
პოლიციამ ისინი დღეს დააკავა.