მიხეილ სააკაშვილი: მშვიდობა და პოლიტიკური დიალოგი საკითხების მოგვარების ერთადერთი საშუალებაა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
"მინდა კიდევ ერთხელ გავაჟღერო, რომ მშვიდობა და პოლიტიკური დიალოგი საკითხების მოგვარების ერთადერთი საშუალებაა. მაგრამ როგორი იყო მეორე მხარის რეაქცია ჩვენს მოწოდებებზე?! სამწუხაროდ იმ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, რომელიც ვერ შესძლეს 2008 წელს ახლა არა თუ ძალის არ გამოყენების შემხვედრი განცხადება გააკეთეს, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე შეიარაღების შეტანა მოახდინეს, მათ შორის ტაქტიკური რაკეტებისა და მძიმე შეიარაღების", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტექნიკის შეტანა არღვევს არ მხოლოდ დადებულ ხელშეკრულებს, ასევე ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებასაც და საქართველოსთან ერთად რეგიონის უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს.
"რუსეთის უარი, აღიაროს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი პირობები ჩვენ საბაბად არ მიგვიღია, რომ არ აგვეღო უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უფრო აქტიურად არ გეთანამშრომლა ევროპელ მონიტორებთან. სწორედ ამის გამოვლინება იყო გასული წლის ნოემბერში ჩემს მიერ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად არასოდეს გამოიყენებს ძალას. ამ პირობის დადებასთან ერთად საქართველომ დიალოგის დაწყების მოწოდებებიც გააკეთა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.