ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მსოფლიოში არსებული კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას.
"საუკეთესო კურსი მომავლისკენ მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარებაა. დიდხანს ვერავინ უგულვბელყოფს ხალხის სურვილს, ეს არ არის მხოლოდ მცნება, ეს არის ადამიანის უფლებების და კანონის პატივისცემა", - განუცხადა რასმუსენმა ჟურნალისტებს მიუნხენში, სადაც უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.
მიუნხენში, უსაფრთხოების ყოველწლიური, ამჯერად 47-ე კონფრენცია გუშინ გაიხსნა. მასზე ნატოს გენერალურმა მდივანმა უსაფრთხოების კონცეფცია წარადგინა.