ქართველ ხალხთაAმსოფლიო კონგრესი 2011 წლის კონცეფციას წარადგენს.
ამ მიზნით, 16 თებერვალს, 12.00 საათზე, მოსკოვში, სააგენტო "ინტერფაქსის" ოფისში ალექსანდრე ებრალიძის პრესკონფერენცია გაიმართება თემაზე: "საგზაო რუკა: საქართველოს ეკონომიკა სააკაშვილის შემდეგ."
ქართველ ხალხთაA მსოფლიო კონგრესის შემდეგი ნაბიჯი თებერვალში, რუსეთის დედაქალაქში კონგრესის წარმომადგენლობის გახსნა იქნება. პრესკონფერენციის მსვლელობისას პარალელურად კონგრესის მოსკოვის წარმომადგენლობის პრეზენტაციაც გაიმართება.
შეგახსენებთ, 2009 წლის თებერვალში ავსტრიაში საერთაშორისო საზოგადიოებრივი ორგანიზაცია ქართველ ხალხთაA მსოფლიო კონგრესი დარეგისტრირდა, რომელიც უცხოეთის ქართული დიასპორებიდან 435 ათას ადამიანს აერთიანებს. როგორც ამ ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, ქართველ ხალხთაA მსოფლიო კონგრესი მზადაა, საქართველოს მომავლისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.