საქართველოს მოქალაქეებს მკაფიოდ აქვთ გადაწყვეტილი, რომ მათ აღარ სურთ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცხოვრება, ხალხს უნდა უკეთესი ცხოვრება, კეთილდღეობა, მშვიდობა, ევროკავშირში გაწევრიანება, ამიტომ 4 ოქტომბერს უნდა შევიკრიბოთ ყველა რუსთაველის გამზირზე, რომ დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ.
„საქართველოს მოქალაქეებს მკაფიოდ აქვთ გადაწყვეტილი, რომ მათ აღარ სურთ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცხოვრება, სადაც მდიდრდება მხოლოდ ივანიშვილი, მისი გარემოცვა, მისი კორუმპირებული ვერტიკალი, რომელიც პირამიდასავით შექმნა და ყველგან, სოფლებში, ქალაქებში, რაიონებში ჰყავს თავისი ფეოდალები. ეს ფილიალები ასევე არიან კორუფციაში ჩაფლულნი და ეს ყველაფერი ხდება ხალხის გაღარიბების ხარჯზე. ხალხს უნდა უკეთესი ცხოვრება, კეთილდღეობა, მეტი შემოსავალი, მშვიდობა, ევროკავშირში გაწევრიანება და არ უნდა ივანიშვილის პირობებში ცხოვრება, ამიტომ 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ არიან ჩამოყალიბებულები, რომ ივანიშვილის კორუმპირებული ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ლევან ხაბეიშვილის მეგობრები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე, სოფელ მუხრანში, ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაზეთებთან ერთად, 4 ოქტომბრის მოსაწვევები დაარიგეს.
„მოქალაქეები, ლიდერებთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ 4 ოქტომბრისთვის განწყობა არის იდეალური და ისინი 4 ოქტომბერს აუცილებლად შეუერთდებიან რუსთაველის გამზირზე ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან დამხობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.