დღეს, 5 თებერვალს, "ქრისიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე ფრანკფურტში გაემგზავრება და გოეთეს უნივერსიტეტში გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდება.
თარგამაძე და პარტიის საერთაშირისო მდივანი გიორგი რუხაძე ბერლინში ევროპის სახალხო პარტიის წევრი პოლიტიკური ორგანიზაციების კონფერენციას ესწრებიან. კონფერენციის მთავარი თემა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტიულ პარტიებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართველი და გერმანელი "ქრისტიან-დემოკრატი" ლიდერების ინდივიდუალური შეხვედრები.