"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში ეგვიპტისა და ტუნისის მსგავსი მოვლენები არ განვითარდება.
"დასავლეთმა ეგვიპტესა და ტუნისთან მიმართებაში შეცდომები დაუშვა და იმედი მაქვს, რომ მსგავს შეცდომებს საქართველოსთან მიმართებაშიც არ დაუშვებენ. დასავლელ ლიდერებს აფრთხილებდნენ, რომ ეგვიპტეში მსგავსი პროცესები დაიწყებოდა და მუბარაკი საერთაშორისო ზეწოლითYგადაეყენებინათ. თუმცა მათ ეს არ ქნეს და პროცესები აქამდე მივიდა. დასავლეთმა სერიოზული მოწოდებები უნდა გააკეთოს, რათა იგივე საქართველოშიც არ მოხდეს. ამისთვის, საზოგადოებამ დასავლეთს რეალურად უნდა დაანახოს რა ხდება საქართველოში და დასავლელელი ლიდერები გააკეთებენ იმ განცხადებებს, რასაც ეგვიპტესთან მიმართებაში აკეთებდნენ. სანამ ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა, არც ერთი ლიდერი არ მოუწოდებდა მუბარაკს გადადგომისკენ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, საქართველოში შესაძლოა დიდი საპროტესტო ტალღა აგორდეს, მაგრამ იმედს გამოთქვამს, რომ ეს სისხლისღვრაში არ გადაიზრდება.