"რესპუბლიკელი" სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ანტისარაკეტო თავდაცვის სარადარო სისტემის საქართველოში განთავსების წინადადებით მიმართავენ.
"Foreing Policy"-ის ინფორმაციით, ინიციატივა ჯონ კაილის, ჯეიმს რიშს, მარკ კირკსა და ჯეიმს ინჰოფს ეკუთვნის.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა იდეალურია იმისთვის, რომ იქ ირანზე დამიზნებული რადარი განთავსდეს. თურქეთთან შედარებით ეს აშკარა უპირატესობას მოგვანიჭებს შეერთებული შტატების შორ მანძილზე მოქმედი რაკეტისგან დასაცავად", - ნათქვამია თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსისადმი 3 თებერვალს გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს აღნიშნული სენატორები აწერენ.
ამასთან, სენატორები გეითს სთხოვენ გეითს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, "განიხილება თუ არა საქართველო რადარის შესაძლო განთავსების ადგილად და თუ არა, მაშინ სხვა რა ალტერნატივებზე ფიქრობს პენტაგონი".
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები ანტისარაკეტო თავდაცვის სარადარო სისტემის განთავსებას თურქეთში აპირებს.